დასრულდა ჩვენი ტრენინგი, დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ყველას ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდა, ვიხალისეთ კარგად, განსაკუთრებით კი სეტიფიკატებით გაგვახარა ნათიამ, მართლა მაღალი დონის ტრენინგი იყო, დიდი მადლობა ინტელს, მადლობა ნათიას, რომ არ ზოგავს ენერგიას და ბოლომდე იხარჯება ჩვენთვის, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია..მიხარია რომ გავიცანი ჯგუფის წევრები, ყველა კარგები ვიყავით :))) დადებითი ემოციებით დატვირთული წავედით.. ვისურვებ, ასეთი ტრენინგები ხშირად გვქონოდეს :)
თამარ ჩაგელიშვილის პორტფოლიო
понедельник, 5 мая 2014 г.
воскресенье, 4 мая 2014 г.
დღე 8
დღეს შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი, დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ჩვენი მთელი რვა დღის ნაშრომი კი ბლოგზე გამოვაქვეყნეთ, ყველა სამუშაო სიამოვნებით შევასრულე, მაგრამ ყველაზე ძალიან მოძრავი ანიმაციების გადმოტანა მომეწონა, კარგად ვიხალისეთ ყველამ :)
суббота, 3 мая 2014 г.
დღე 7
სასარგებლო და საინტერესო იდეების დღე იყო, ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ განმავითარებელი თვითშეფასების და კლასის შეფასების რუბრიკებზე, შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის ( სკაფოლდინგის) მიზნით პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ საჭირო რესურსების საქაღალდეში, ვისწავლეთ ბმულების ჩასმა ბლოგზე, განსაკუთრებით მომეწონა ინტელის რესურსებში მოცემული შეფასების მზა რუბრიკები, მადლობა ინტელს, რომ ასე გვეხმარება მუშაობაში.. მადლობა ჯგუფის წევრებს და ნათიას სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის :)
воскресенье, 27 апреля 2014 г.
დღე 6
დღე დავიწყეთ დიდი შემართებით, როგორც ყოველთვის ქ-ნი ნათია ტრენინგს იწყებს განწყობის და მოტივაციის ამაღლებით :) დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში და შევავსეთ საბაზისო უნარ- ჩვევების გრაფა, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება და შეცდომების გასწორება Word- ის პროგრამაში, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ვიმუშავეთ ბლოგებზე, გავაკეთეთ ჩანართები და ბოლოს შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი... გარდა ამისა შევასრულეთ კიდევ ბევრი სასარგებლო აქტივობა..კარგი დღე იყო :)
суббота, 26 апреля 2014 г.
დღე 5
დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამუშაოები შევასრულეთ. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი (საავტორო უფლებებზე), გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის სავარაუდო ნიმუში და გადავიტანეთ- მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში; ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება და ვიდეოს გადატანა Youtube- დან ჩვენს ბლოგებზე, ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოშიც.. კიდევ, ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გავეცანით ..დიდი მადლობა ნათიას ასეთი საინტერესო დღისთვის..
Подписаться на:
Сообщения (Atom)