პროექტის სახელწოდება:,, ჩვენი სოფელი - ძლევიჯვარი’’
პროექტის აქტუალობა: ინფორმაციის ნაკლებობა ისეთ სოფლებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მდიდარი ისტორიული წარსული, არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, და არ მოიპოვება ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია თავის სოფელზე: როდის და როგორ დაარსდა ; ლეგენდები; ვინ იყვნენ მისი პირველი მცხოვრებნი; კულტურული ძეგლები და არქეოლოგიური აღმოჩენები; სოფლის ყოფა ძველად და დღეს; სოციალური და ეთნიკური შემადგენლობა; წესები და ტრადიციები; სტუმართმოყვარეობა; სოფლის გამოჩენილი ადამიანები; სოფლის პრობლემები და მოსწავლეთა თვალით დანახული პრობლემის გადაჭრის გზები. მთელი ამ სამუშაოს მანძილზე გამოუმუშავდეთ კვლევა-ძიების , სახვადასხვა ტიპის წყაროებზე მუშაობის ჩვევები,ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტების შექმნის და პრეზენტაციის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას რომელიც მოცავს სლაიდებს, ფოტომასალას, ვიდეოჩანაწერებს, სოციოლოგიური და სტატისტიკური მონაცემების დიაგრამებს. მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში გამოუმუშვდებათ ამისთვის საჭირო უნარები: ინტერვიუს ჩაწერა, საძიებო სისტემებში და კომპ. პროგრამებში მუშაობა (Google, Power Point, Chart, Word). პროექტის წარდგენის, მასალის ინტერნეტში განთავსების უნარი.
სარგებელი სხვისთვის: პროექტით დაინტერესდებიან სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, სოფლის მცხოვრებნი, სტუმრები, იქნება დამუშავებული ინფორმაცია და მონაცემები სოფლის შესახებ,რომელიც განთავსდება ვებ-გვერდებზე და ბლოგში. სამომავლოდ დარჩება მასალა, როგორც ისტორიული წყარო მომავალი თაობებისათვის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა მიერ შედგენილი სოფლის ტოპოგრაფიული რუკა, მოსაწვევი ბარათები-დამზადებული კომპიუტერში.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): აქტივობა1.
მოსწავლეები არიგებენ მოსაწვევ ბარათებს და ემზადებიან პრეზენტაციისათვის მასწავლებლის დახმარებით.
აქტივობა2.
მოსწავლეები გეგმაზომიერად და თანმიმდევრობით აუდიტორიის წინაშე წარადგენენ პროექტს ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
აქტივობა3.
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით პასუხობენ დამსწრეთა შეკითხვებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერ.სასწ.გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ისტ.
· ისტ.X. მოსწავლე გეგმავს და ატარებს კვლევას.
· აანალიზებს პირველად და მეორად ისტორიულ წყაროებს.
· წერს ისტორიულ თემას
პროექტის ხელმძღვანელი: თამუნა ჩაგელიშვილი.
თამუნა,პროექტის საინტერესო გეგმაა, მაგრამ განსაკუთრებული მაინც სურათებია!!!!! :)
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა :)
Удалитьძალიან მომეწონა თქვენი პროექტის გეგმა. ასევე ლამაზი სურათებით გამდიდრებული პორტფოლიო
ОтветитьУдалитьმადლობთ შეფასებისთვის :)
Удалить