понедельник, 25 июня 2012 г.

გაკვეთილის გეგმა-საქართველოს ბუნებრივი რესურსები


გაკვეთილის მთავარი თემა
საქართველოს ბუნებრივი რესურსები
მასწავლებლის სახელი, გვარი
თამარ ჩაგელიშვილი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-6 კლასი
საგანი
ჩვენი საქართველო
მოსწავლეტა პროფილი
12 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქ-ოს ბუნებრივი რესურსების შესახებ, რაც მისცემს მათ მეტ ცოდნას ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ; გამოუმუშავდეთ თანამშრომლობის, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოძიების უნარი; ისტ-ის გამოყენების ჩვევები ისტორიის გაკვეთილზე.
მიზნები და შედეგები
საზ.მეცნ. V-VI. 12.
·         ადგენს სხვადასხვა რეგიონში მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ნუსხას.
·         ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურსს და მსჯელობს მის მნიშვნელობაზერეგიონის განვითარებისთვის.
·         მოსწავლეები იძენენ ცოდნას, თუ რომელი რესურსითაა მდიდარი საქართველო.
·         მოიძიებენ ინფორმაციას ერთ-ერთ რესურსზე და იმსჯელებენ მის მნიშვნელობასა და გამოყენებაზე.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ საქართველოს კუთხეები და მხარეები, იციან საპრეზენტაციო პროგრამაში(PowerPoint, Chart) მუშაობა, იციან საიტები, სადაც შეძლებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, იყენებენ საძიებო სისტემებს(Google), მუშაობენ სქემებზე და დიაგრამებზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება: პრეზენტაცია- წარმოდგენილი წყვილებში. შეფასების რუბრიკები: ა) მუშაობის პროცესში ჩართულობა; ბ) დროის ლიმიტის დაცვა; გ) თანამშრომლობა; ინფორმაციის მოძიება.
ურთიერთშეფასება, განმსაზღვრელი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-6 კლ. სახელმძღვანელო- ჩვენი საქართველო ( მ.სურგულაძე, ვ.ნეიძე, ,,ლოგოს პრესი“) საქართველოს ფიზიკური და მხარეების რუკები, წინასწარ მასწავლებლის მიერ მომზადებული ფოტოები და სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერები, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/ გამოწვევა
აქტივობა1-3 წთ
 გონებრივი იერიში (კითხვები: რა იციან ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ? რა იზიდავთ ტურისტებს საქართველოში? და ა. შ .
აქტივობა2-4წთ
მასწავლებლის მინი ლექცია რომლის  პარალელურადაც ხდება წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალის ჩვენება, მაგ: საქართველოს იშვიათი ჯიშის მცენარეები და ცხოველები,ნაკრძალები, წიაღისეული და სხვ.
B ფაზა/ ცოდნის კონსტრუირება/
აქტივობა1- 20წთ.
 საპრეზენტაციო პროგრამაში PowerPoint- ში 4 სლაიდიანი პრეზ. მომზადება წყვილებში -,, საქართველოს ბუნებრივი რესურსები’’ თითო კომპიუტერთან 2 მოსწავლე, სულ 6 წყვილი:

I წყვილი-წყალი და წყლის რესურსები.
II წყვილი-კლიმატი და ნიადაგი;
III წყვილი- მცენარეული საფარი;
IV წყვილიცხოველთა სამყარო;
V წყვილი-სასარგებლო წიაღისეული;
VI წყვილი- მუშაობს დიაგრამებზე, პროგრამა Excel-ში, სადაც პროცენტული მაჩვენებლებით გამოსახავენ წყლის, მცენარეული საფარის, სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობას საქართველოში.
აქტივობა2
პრეზენტაცია -12წთ
C ფაზა/რეფლექსია/- 6 წთ
საერტო ნაშრომების გადახედვა და თითოეული წყვილის ნაშრომიდან აღებული სლაიდებით ერთი დიდი საპრეზენტაციო თემის მომზადება, სათაურით ,,საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები’’

Комментариев нет:

Отправить комментарий